ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბის წევრებთან

ღონისძიებები

28 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბის წევრებთან.

საუბრის თემა: ემოცია, როგორც სხეულებრივი ცვლილება, და მისი ზეგავლენა აღქმაზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები, თინათინ ბლადაძე და თამარ რევაზიშვილი, წარმოადგენენ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევას, რომელიც განხორციელდა 2014-2015 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე , ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა.

შეხვედრის დრო: 28 აპრილი 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დასწრება თავისუფალია.

ბანერები