ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, ეკატერინე ბერიშვილ-ბერნიესთან

ღონისძიებები

10 მაისს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, ჟენევის უნივერსიტეტის უჯრედული ტრანსპლანტაციის ცენტრის მკვლევართან, ეკატერინე ბერიშვილ-ბერნიესთან.
შეხვედრის თემა: „ლანგერჰანსის კუნძულების კლინიკური ტრანსპლანტაცია პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობისათვის. ჟენევის გამოცდილება“
შეხვედრაზე განხილული იქნება უჯრედული ტრანსპლანტაციის მიღწევები პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობაში.

დრო: 10 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები