ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ფიზიკის დოქტორთან, გია ყორიაულთან

ღონისძიებები

27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე დოქტორ გია ყორიაულთან, რომელიც იოჰან გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარული ნაწილაკებისა და ასტრო-ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია.

შეხვედრის თემა: „NA62 ექსპერიმენტი და ახალი ფიზიკის ძიება“

ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი წარმოადგენს მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული შედეგებით გამყარებულ, წარმატებულ თეორიას. მიუხედავად ამისა, კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვა, არის კი სტანდარტული მოდელი კარგი თეორია ურთიერთქმედების უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეებზე? იქნებ იგი წარმოადგენს უფრო ფუნდამენტური ურთიერთქმედების დაბალ-ენერგეტიკულ პროექციას? იქნებ არის კიდევ სხვა ფუნდამენტური ურთიერთქმედება, ან ურთიერთქმედებები, ე.წ. „ახალი ფიზიკა“? იმისთვის, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ფარგლებში, არსებობს ორი ექსპერიმენტული გზა, პირდაპირი და არაპირდაპირი. პირველი ემყარება ურთიერთქმედების უფრო და უფრო მაღალი ენერგეტიკული დონეების მიღწევას ნაწილაკთა მძლავრი ამაჩქარებლების საშუალებით. დღესდღეობით, ამ მიმართულებით უპირობო ლიდერს წარმოადგენს დიდი ადრონული კოლაიდერი ცერნში. „ახალი ფიზიკის“ კვალის ძებნის არაპირდაპირი მეთოდის მაგალითია ნაწილაკთა იშვიათ დაშლების შესწავლა. ამ მხრივ ძალიან საინტერესო პროცესს წარმოადგენს დამუხტული კაონის იშვიათი დაშლა, მისი პარციალური წვლილის თეორიულ გამოთვლაში, რომელიც ჩატარებულია სტანდარტული მოდელის ფარგლებში, მიღწეულია შესანიშნავი სიზუსტე,  ცერნში მიმდინარე NA62 ექსპერიმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენს შეაბამისი სიგანის მაღალი, თეორიულ გამოთვლასთან შესაფერისი 10 პროცენტიანი  სიზუსტით გაზომვა. ექსპერიმენტის პირველადი შედეგები, ისევე როგორც თეორიული საფუძვლისა და NA62 დეტექტორის აღწერა წარმოადგენს მოხსენების თემას.

დრო: 27 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები