ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ასოცირებულ პროფესორ არჩილ მაღალაშვილთან

ღონისძიებები

16 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, არჩილ მაღალაშვილთან.

შეხვედრის თემა:  ,,წყალქვეშა ჰიდროთერმული აქტივობა - გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების ახალი ბუნებრივი ლაბორატორია"

გასული საუკუნის 70-იან წლებში ოკეანეების ფსკერზე მაღალტემპერატურული ჰიდროთერმული მძლავრი გამოსავლების და მათთან დაკავშირებული ფართო სპექტრის გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების აღმოჩენამ სრულიად ახლებურად წარმოაჩინა მთელი რიგი ცნობილი გეოლოგიური ფენომენის და სიცოცხლის წარმოშობის საკითხი. მოხსენება ეძღვნება ოკეანეების ფსკერზე მიმდინარე ჰიდროთერმული აქტივობის მოვლენას და მასთან დაკავშირებულ გეოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს.

დრო: 16 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები