ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: საჯარო ლექცია - ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში

ღონისძიებები

7 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მაგისტრანტთან, ნათია ჯავახიშვილთან, რომელიც, ამავე დროს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოების - SABUKO - წარმომადგენელია.

შეხვედრის თემაა: ბექობის არწივის კონსერვაცია საქართველოში.

IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, ბექობის არწივი (Aquila heliaca) კლასიფიცირებულია, როგორც მოწყვლადი სახეობა, საქართველოში კი შეყვანილია წითელ ნუსხაში. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, საქართველოს პოპულაცია მცირდება. პოპულაციის შემცირების ერთ-ერთ ფაქტორს კი წარმოადგენს ტყის მასიური დესტრუქცია, რაც ამცირებს ფრინველის საბუდარ ადგილებს.
ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში 25-45 მობუდარი წყვილია აღწერილი.
ბექობის არწივის საბუდარ ადგილებად გამოყენებულია ელექტროანძები, რომლებიც ხეებით მწირ, მაგრამ მსხვერპლით მდიდარ არეალზეა განლაგებული. ეს თავისთავად ნათელს ხდის საბუდარი ადგილების რაოდენობის გაზრდის საჭიროებას.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბექობის არწივის ქართული პოპულაციის გაზრდა, რისთვისაც სტრატეგიულ ადგილას არსებულ 4 ელექტროანძაზე განთავსდა პლატფორმები, რომლებზეც დაშენდება არწივის ბუდეები. პროექტის განმავლობაში იწარმოებს ბუდეების მონიტორინგი და დაცვითი ღონისძიებები. პროექტი ითვალისწინებს უკვე არსებული ბუდეების მოწყვალდობის შეფასებას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პოტენციური საბუდარი ხეების დაცვას. 
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ SABUKO-ს წარმომადგენლებიც: გიორგი იანქოშვილი, დაჩი შოშიტაშვილი და გულერმო მაიორი.

დრო: 7 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია G106 (გიორგი წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები