ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ქეთევან კუპატაძის საჯარო ლექცია - ჩამდინარე წყლების გამწმენდი ბუნებრივი სისტემები - თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები

ღონისძიებები

7 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ქეთევან კუპატაძესთან.

საუბრის თემა: რა გავლენა აქვთ დაბინძურებული წყლების ბუნებრივ გამწმენდ სისტემებს გარემოზე? ჩამდინარე წყლების გამწმენდი ბუნებრივი სისტემები - თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები.

შეხვედრაზე განხილული იქნება ჩამდინარე წყლების ძირითად დამაბინძურებლები და მათი გამწმენდი ბუნებრივი სისტემები, ასევე - ხელოვნური ჭაობების ძირითადი ტიპები და წმენდის მეთოდოლოგია თითოეულის შემთხვევაში.

შეხვედრის დრო: 7 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები