


ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ მაია თოდუას საჯარო ლექცია - "მტვერი და კლიმატი"
ღონისძიებები
5 ნოემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ქალბატონ მაიათოდუასთან.
საუბრის თემა: "მტვერი და კლიმატი".
მომხსენებელი განიხილავს მტვერსა და კლიმატს შორის კავშირს. მტვერი, სათბურის გაზებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე და, შესაბამისად, ეკოლოგიასა და ადამიანის ყოფა-ცხოვრებაზე. ჰაერში შეწონილიმტვრის ნაწილაკები (აეროზოლები) არის როგორც ბუნებრივი წარმოშობის, ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული. მათი შესწავლა და გათვალისწინება კლიმატურ მოდელებში აუცილებელია პროგნოზირებისგასაუმჯობესებლად.
შეხვედრის დრო: 5 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დასწრება თავისუფალია.