ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ ივანე მურუსიძის საჯარო ლექცია: კომპიუტერული სისტემები „ექსაფლოპის“ ზღურბლზე

ღონისძიებები

8 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ივანე მურუსიძესთან.

საუბრის თემა: კომპიუტერული სისტემები „ექსაფლოპის“ ზღურბლზე

სუპერკომპიუტერები - უმაღლესი წარმადობის კომპიუტერული სისტემები - სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული, როდესაც ვეძებთ და ვაანალიზებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ვიყენებთ ტელეკომუნიკაციის საშუალებებს. იშვიათად ნახავთ მაღალბიუჯეტიან ფილმს სუპერკომპიუტერით შექმნილი სპეცეფექტების გარეშე. კიდევ უფრო დიდია მათი როლი სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ პროგრესში, რაც გლობალურად აისახება სოციალურ ცხოვრებაზე. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების სუპერკომპიუტერები წამში მილიარდ ოპერაციას ასრულებდნენ. თანამედროვე სუპერკომპიუტერებმა ამ მაჩვენებელს მილიონჯერ და მეტად გადააჭარბეს. ეს განვითარება შედეგია უწყვეტი ტექნოლოგიური პროგრესისა, რაც სტაბილურად გრძელდებოდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დღეს დგას ამოცანა ახალი თაობის სუპერსისტემის შექმნისა, რომელსაც შეეძლება წამში 1018, ანუ კვინტილიონი (მილიარდჯერ მილიარდი) ოპერაციის შესრულება. ეს ე.წ. „ექსაფლოპური“ სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც არსებულ აპარატულ ტექნოლოგიას, ისე სუპერკომპიუტერის არქიტექტურას და პროგრამულ საშუალებებს. რამდენად შორს ვართ დღეს „ექსაფლოპური“ წარმადობის მანქანისგან? მიღწეულია თუ არა ფიზიკური ზღვარი, რომლის შემდგომ სტაბილური პროგრესი არსებული ტექნოლოგიის ფარგლებში შეუძლებელია გახდება? არის თუ არა ალტერნატიული გზები? მოხსენება შეეხება ამ და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს უახლესი პერსპექტივის შუქზე.

დრო: 8 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები