ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: „ოქსიტოცინი, როგორც სიცოცხლის უდიდესი ფასილიტატორი“

ღონისძიებები

2017 წლის 8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის, ვალერი გრინევიჩის საჯარო ლექცია:„ოქსიტოცინი,  როგორც სიცოცხლის უდიდესი ფასილიტატორი".
ლექციის თემა: ჰიპოთალამუსის ნეუროპეპტიდის ოქსიტოცინი.

ავტორი წარმოადგენს ოქსიტოცინის ცენტრალური სისტემის ევოლუციურ ასპექტებს, ოქსიტოცინის გავლენას ქცევის განსხვავებულ ფორმებსა და  სოციო-ემოციური დაავადებების მქონე პაციენტებზე, მათ შორისაა, აუტიზმი და პრადერ-ვილის სინდრომი.

ლექციაზე დასასწრებად ვიწვევთ შესაბამისი პრობლემებით დაინტერესებულ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო:8 ივნისი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები