ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ილიაუნის ასისტენტ-მკვლევრის, ზურაბ ჯავახიშვილის, საჯარო ლექცია: "გარეული ფრინველების როლი ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელებასა და ეკოლოგიაში"

ღონისძიებები

17 დეკემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევართან, ზურაბ ჯავახიშვილთან.

საუბრის თემა:  "გარეული ფრინველების როლი ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელებასა და ეკოლოგიაში"

მომხსენებელი მიმოიხილავს გარეული ფრინველების როლს ფრინველის გრიპის გლობალურად გავრცელებაში. მოხსენებაში ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოში გარეულ ფრინველებში გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ეკოლოგიის დეტალები.

დრო: 17 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია
(ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)  

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები