ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: გოდერძი დიდებულიძის საჯარო ლექცია - კლიმატი და კოსმოსი

ღონისძიებები

12 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, გოდერძი დიდებულიძესთან.

თემა: კლიმატი და კოსმოსი

კლიმატის ცვლილების განვითარება აჩვენებს მის კავშირს კოსმოსურ და ასევე ადამიანურ ფაქტორებთან. ატმოსფერული პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილებები შესაძლებელია კავშირში იყოს მზის აქტივობის ციკლებთან, გალაქტიკური კოსმოსური სხივების ნაკადთან და ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ატმოსფერულ ცვლილებებთან. ნაჩვენებია, რომ დედამიწის ქვედა ატმოსფეროში მიმდინარე გლობალური დათბობის ტენდენციას თან სდევს გლობალური აცივება ზედა ატმოსფერულ ფენებში. ამ მოვლენების განვითარებას აქვს რეგიონალური თავისებურებებიც, რომელიც კავკასიის რეგიონისთვისაც შეიმჩნევა. დემონსტრირებულ იქნება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან დამზერილი ატმოსფერო-იონოსფერული პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილების ტენდენციები და მისი შესაძლო კავშირი კოსმოსურ და ადამიანურ ფაქტორებთან.

დრო: 12 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები