ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: დოქტორ ილია ზასლავსკის ლექცია „SuAVE: საველე კვლევებისა და გამოსახულებების კოლექციების ვიზუალური ანალიზის ახალი ონლაინსისტემა“

ღონისძიებები

21 თებერვალს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სივრცითი საინფორმაციო სისტემების ლაბორატორიის დირექტორი, დოქტორი ილია ზასლავსკი წაიკითხავს მოხსენებას: „SuAVE: საველე კვლევებისა და გამოსახულებების კოლექციების ვიზუალური ანალიზის ახალი ონლაინსისტემა“. 

SuAVE: საველე კვლევებისა და გამოსახულებების კოლექციების ვიზუალური ანალიზის ახალი ონლაინსისტემა

კვლევების ვიზუალური ანალიზის სისტემა (შემდგომში SuAVE) (http://suave.sdsc.edu) აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით დაარსებული უფასო ონლაინსისტემაა.

სისტემა უკვე არაერთ სფეროში გამოიცადა, რომელთა შორისაა სოციალური და საარჩევნო კვლევები, სახვითი და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიოლოგია, ეკოლოგია და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები. SuAVE ინსტრუმენტში თავმოყრილია ვიზუალური, სტატისტიკური და კარტოგრაფიული ანალიზი. ეს არის მოქნილი პლატფორმა ჩატარებული კვლევებისა და ვიზუალური კოლექციების გასაცნობად, იძლევა სპეციფიკური

ძიების, მონაცემთა ქვეჯგუფების ეფექტური ანალიზისა და სურათების გალერეასა თუ კვლევის რესპოდენტებთან Google Map-ისმაგვარი ნავიგაციის საშუალებას. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი კვლევების ონლაინ გამოქვეყნება, აღმოჩენილი პატერნების აღწერა და გაზიარება. SuAVE-ს მსგავსი ინსტრუმენტი აადვილებს სამეცნიერო ცოდნის გაზიარებას და სხვადასხვა ცვლადის ურთიერთკავშირის ინდუქტიური ანალიზით ცოდნის გაფართოებას მომხმარებელთა ფართო საზოგადოების ჩართულობისა და აღმოჩენების გაზიარების მეშვეობით. წარმოდგენილი იქნება SuAVE-ს გამოყენების რამდენიმე სფერო, მათ შორის – მაგალითები არქეოლოგიიდან და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, გაგაცნობთ ინფორმაციას ინსტრუმენტის საერთაშორისო განვითარების შესახებ და განვიხილავთ აშშ ეროვნული სამეცნიერო ფონდის EarthCube ინიციატივით შექმნილ სხვა საინტერესო პროქტებს.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი ილია ზასლავსკი სივრცითი საინფორმაციო სისტემების ლაბორატორიის დირექტორია (სუპერკომპიუტერის ცენტრი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან დიეგოს კემპუსი). მისი კვლევა ფოკუსირებულია გადანაწილებული ინფორმაციის მენეჯმენტის სისტემებსა და მონაცემთა სივრცით-დროით ინტეგრაციაზე. ზასლავსკიმ დოქტორის ხარისხი – ვაშინგტონის უნივერსიტეტში (1995), მანამდე კი დოქტორთან გათანაბრებული ხარისხი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში (1990) მიიღო. იგი ხელმძღვანელობს ეროვნული

სამეცნიერო ფანდის მხარდაჭერით დაარსებული არაერთი დიდი კიბერინფრასტრუქტურული პროექტის შექმნას და ტექტიკურ გაფართოებას. მათ შორისაა სახელმწიფო მასშტაბის EarthCube CINERGI/მონაცემთა მომძიებელი და ჰიდროლოგიური საინფორმაციო სისტემა. არის წყლის მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების განსაზღვრაზე მომუშავე OGC/WMO ჰიდროლოგიური დომეინის სამუშაო ჯგუფის თანათავჯდომარე.

დრო: 21 თებერვალი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები