ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ასოცირებული პროფესორის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი) ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექციაზე: „რა არის სუპერსიმეტრია და როგორ ეძებენ მას“.

ნაწილაკების ფიზიკაში არსებობს თეორიული კონსტრუქცია, რომელსაც ჰქვია სუპერსიმეტრია (SuperSymmetry), მეცნიერთა ჟარგონზე – სუსი (SUperSYmmetry). შესაძლოა, სუპერსიმეტრია ძალიან ლამაზი, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი მათემატიკური კონსტრუქციაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ნამდვილად არსებობს, ჩვენთვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების რიცხვი, როგორც მინიმუმ, შეიძლება გაორმაგდეს.

ლექცია მიზნად ისახავს, მსმენელს პოპულარული ენით აუხსნას სუპერსიმეტრიის არსი და გააცნოს, რა სიახლეებია დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC, CERN), სუსის ძიების ფრონტზე, 

დრო: 16 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები