ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: "აქტიური გალაქტიკა „მარქარიან 421“-ის უპრეცედენტო ანთებები"

ღონისძიებები

29 ნოემბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, ბიძინა კაპანაძესთან.

ლექციის თემა: აქტიური გალაქტიკა „მარქარიან 421“-ის უპრეცედენტო ანთებები

ლაცერტიდები ქმნიან აქტიური გალაქტიკების ექსტრემალურ კლასს, რომლებშიც, დაკვირვების შედეგად, იკვეთება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალენერგიული და არასტაციონარული პროცესები. გასული 40 წლის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური კვლევების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი მათი ფიზიკური ბუნებისა და დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა ნიშან-თვისების სრულყოფილად ასახსნელად. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია შედარებით ახლომდებარე ლაცერტიდი - „მარქარიან 421“, რომელიც დროდადრო უჩვენებს რენტგენული გამოსხივებისა და სპექტრის ექსტრემალურ ცვალებადობას. 2013 წლის აპრილში, მოცემულმა ობიექტმა განიცადა უპრეცედენტოდ მძლავრი რენტგენული ანთებები, რაც შესწავლილ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში და მიღებული შედეგები გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში „The Astrophysical Journal“.

დრო: 29 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

 

ბანერები