ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეს შეხვედრები მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015.

კვირეულის ფარგლებში, 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის სამეცნიერო კაფეს შეხვედრებს უმასპინძლებს.

ილიაუნის სამეცნიერო კაფე გთავაზობთ საინტერესო, ცოცხალ შეხვედრებს ყავისა და ჩაის თანხლებით, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, კვალიფიციური მეცნიერებისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. შეხვედრებს აქვს არა ლექციების, არამედ საუბრის ფორმა.
იმისთვის, რომ ჩაერთოთ სამეცნიერო კაფეს აქტივობებში, არაა საჭირო, იყოთ მეცნიერი ან სიღრმისეულად ერკვეოდეთ სამეცნიერო თემატიკაში. სამეცნიერო კაფეში ველოდებით ყველა ცნობისმოყვარე ადამიანს.

ილიაუნის სამეცნიერო კაფეს განრიგი:

 რიცხვი  თემა   მომხსენებელი
 10 ნოემბერი            დავით თარხნიშვილი             გენები და წარსულის კლიმატი
 11 ნოემბერი  Arnis Cirulis  Augmented and virtual reality experiences in various disciplines
 12 ნოემბერი  ნუნუ მეტრეველი  ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება კოლაგენზე
 13 ნოემბერი  ია კუპატაძე  “მწვანე” არქიტექტურა: პრინციპები და პარადიგმები
 14 ნოემბერი  ლექსო გავაშელიშვილი  ადამიანის გავრცელება გამყინვარების პერიოდში
 15 ნოემბერი  Dessa Bergen-Cico  Neuroscience of Addictions
 16 ნოემბერი  Ken Walsh  Risk and reward in the construction industry
 17 ნოემბერი  იოხინ პუე  გლობალური ტყეები და მათი საფრთხეები


დრო: 10-17 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები