ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფე: ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ნენსი მარლინის, საჯარო ლექცია - აშშ-ის უმაღლესი განათლების პერსპექტივები

ღონისძიებები

10 მარტს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ პრორექტორთან, დოქტორთან, ნენსი მარლინთან.

საუბრის თემა: აშშ-ის უმაღლესი განათლების პერსპექტივები (Perspectives on U.S. Higher Education).

მომხსენებელი ისაუბრებს აშშ-ის  უმაღლესი განათლების სისტემაზე, კერძოდ, რით განსხვავდება ის სხვა ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემებისგან; რატომ მიიჩნევა წარმატებულად და ა.შ.

ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

დრო: 10 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32)

ლექციის ენაა ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

მომხსენებლის შესახებ

ნენსი მარლინი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი

ნენსი მარლინი არის ფსიქოლოგიის პროფესორი, იგი იკავებდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას. მუშაობდა როგორც ადმინისტრაციულ, ისე აკადემიურ თანამდებობებზე მისურისა და ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტებში. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო. ნენსი მარლინს მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საპატიო ხარისხი ვალპარაისოს უნივერსიტეტში (ჩილე) და სამართლის დოქტორის საპატიო ხარისხი დასავლეთ კალიფორნიის სამართლის სკოლაში.

ნენსი მარლინი იყო საჯარო და აგრარული უნივერსიტეტების ასოციაციის (APLU) დირექტორთა საბჭოს წევრი, უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საბჭოს (CHEA) დირექტორთა საბჭოს წევრი, აგრეთვე დირექტორთა საბჭოს წევრი კონფლიქტების დარეგულირების ეროვნულ ცენტრში, სამეურვეო საბჭოს წევრი დასავლეთ კალიფორნიის სამართლის სკოლაში და უმაღლესი განათლების ტესტირების სერვისის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2003 წელს მან მიიღო NASULGC-ის მაიკლ პ. მალოუნის სახელობის საერთაშორისო ლიდერობის ჯილდო საერთაშორისო განათლების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; 2010 წელს კი  აშშ-ის უმაღლესი განათლების ადმინისტრატორთა ათეულში შეარჩიეს.

Dr. Nancy A. Marlin

Professor of Psychology and Provost Emerita of San Diego State University

Nancy A. Marlin is Professor of Psychology and Provost Emerita of San Diego State University.  She previously held administrative and faculty positions at the University of Missouri and the University of Northern Iowa.  She holds Ph.D. in experimental psychology from The City University of New York.  She has been awarded an Honorary Master’s of Business Administration Degree from the Universidad de Valparaíso (Chile), and an Honorary Doctor of Laws Degree from California Western School of Law.

Nancy Marlin served as a member of the Board of Directors of the Association of Public and Land-Grant Universities (APLU) and as a member of the Board of Directors of the Council for Higher Education Accreditation (CHEA).  She also serves on the Board of Directors of the National Conflict Resolution Center, the Board of Trustees of the California Western School of Law, and is a member of the ETS Higher Education Advisory Council.  She was the 2003 recipient of NASULGC’s Michael P. Malone International Leadership Award for outstanding contribution to the promotion of international education, and in 2010 was one of ten U.S. higher education administrators selected to participate in the India International Education Administrators Seminar.

ბანერები