ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის კონკურსი სისხლის სამართლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის

კონკურსები

2019 წლის 25-26 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა. სკოლის თემაა: „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

საზაფხულო სკოლას გაუძღვებიან ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი ბაჩანა ჯიშკარიანი და მოწვეული ტრენერი მარიო შიუტცე (იენა, გერმანია).

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ რეზიუმე, სასწავლო ბარათი (რომელშიც ჩანს სტუდენტის აკადემიური მოსწრება) და საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: sopio.shubladze@iliauni.edu.ge.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2019 წლის 14 მაისი

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული (ტრენერის მოხსენებების ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)

საუკეთესო აკადემიური მოსწრების კონკურსანტები საჭიროების შემთხვევაში გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები