ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე

ღონისძიებები

26 ივლისს, შაბათს, 12:00-დან  15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში გაიმართება ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, სამართლის სკოლა, ბიზნესის სკოლა, საინჟინრო ფაკულტეტი) სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე.

განრიგი

12:00-15:00 - ოთხივე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტენდები E კორპუსის ფოიეში (სტენდებთან დაგხვდებიან სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლები, რომლებსაც დაუსვამთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს და მიიღებთ პროგრამასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ლიფლეტებს)

სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციები

12:30 - 12:50 - საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
12:50  - 13:20 - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
13:20 - 13:40 - ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
13:40 - 14:00 - სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია
14:00 - 14:20  - ილიაუნის ბიბლიოთეკა
14:20-14:40 - ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის პრეზენტაცია (გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობა, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა)

პრეზენტაციები ჩატარდება: E 207 აუდიტორიაში

ბანერები