ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის "ქართული ენის სახელოსნოს" ორგანიზებით რა? სად? როდის? ჩატარდება

ღონისძიებები

3 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში "ქართული ენის სახელოსნოს" ინიცირებით, გაიმართება თამაში „რა? სად? როდის?“.

თამაშში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური კლუბის - „რა? სად? როდის“ - წევრები და ილიაუნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, რომელთათვისაც ეს დამატებითი ღონისძიებაა კურსისთვის „ენა და კულტურათაშორისი დიალოგი" .

თამაშის თემატიკა და შეკითხვები იქნება კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ისტორიის შესახებ. 

თამაშს გაუძღვება ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?’’ მოაზროვნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, სოსო ბერიკაშვილი.

ბანერები