ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის პროფესორის, რობერტ ვან ვორენის, საჯარო ლექცია: ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკულ ინსტიტუტთან (არისკი) თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ ვან ვორენი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია“.

ლექციის შესახებ

ლექციის ძირითადი თემაა ზეპირი ისტორია, როგორც ისტორიოგრაფიის ხარვეზების გამოსწორებისა და წარსულის აღდგენის საუკეთესო ხერხი. რობერტ ვან ვორენი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე განიხილავს ზეპირი ისტორიის მნიშვნელობას და ისაუბრებს პროგრამის - "მეიდანის ზეპირი ისტორია" - შესახებ. ლექციაზე, ასევე, განხილული იქნება მუზეოლოგიის მნიშვნელობა და ხერხები, თუ როგორ შეიძლება მუზეოლოგია იქცეს დემოკრატიაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარ ინსტრუმენტად.

მომხსენებლის შესახებ

რობერტ ვან ვორენი (1959) ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა ფედერაციის (FGIP) აღმასრულებელი დირექტორია. იგი სწავლობდა საბჭოთა კავშირის ისტორიას და 1977 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საბჭოთა ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობებში. წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირში მოგზაურობდა, როგორც კურიერი, და ჰუმანიტარულ დახმარებას აწოდებდა ბანაკებში, ციხეებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

ვან ვორენი სწავლობს საბჭოთა კავშირში ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და უფლებებს; გამოქვეყნებული აქვს ათეულობით წიგნი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია: „დისიდენტებსა და სიგიჟეზე“ (2009), „ცივი ომი ფსიქიატრიაში“ (2010) და „ვერდავიწყებული წარსული - ჰოლოკოსტი ლიტვაში“ (2011).

რობერტ ვან ვორენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თბილისი, საქართველო) და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიტვა) პროფესორი და გრინჩენკოს უნივერსიტეტის (კიევი, უკრაინა) მოწვეული პროფესორია.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 8 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნულ მუზეუმის აუდიტორია (ფურცელაძის ქ. #3)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები