ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის პროფესორი ქეთევან შენგელია და დოქტორანტი თეა მუქერია ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე

ღონისძიებები

13  ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კავკასიაში პირველად ტარდება ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა". ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა  ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელზეც საჯარო ლექციებით წარდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქეთევან შენგელია და დოქტორანტი თეა მუქერია.

ლექციათა განრიგი:
2 დეკემბერი, 19:00 საათი
პროფესორი ქეთევან შენგელია: „ი. ს. ბახი და მისი დინასტია“

5 დეკემბერი, 19:00 საათი
დოქტორანტი თეა მუქერია: „მონარქია და ჰენდელის მუსიკა“

ადგილმდებარეობა: სინფონიეტა სთეიჯი, სანაპიროს ქ. #4, შენობა 2 (კულტურის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია)

ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს
სიმპოზიუმის აფიშა იხილეთ აქ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები