ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის პირველკურსელების Welcome Party

ღონისძიებები

26 სექტემბერს, ვაკის პარკში, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე, გაიმართება ილიაუნის პირველკურსელების მიღების
ცერემონია - Welcome Party.

18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგა ზედანია, მიულოცავს პირველკურსელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას და სწავლის დაწყებას, დააჯილდოებს წარმატებულ სტუდენტებს.

შემდეგ კი, სპეციალურად პირველკურსელებისთვის, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები: D-Level, Trashbox და yellow mellow.

კონცერტის დასრულების შემდეგ მოეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი.

2015 წლის საბაკალავრო მიღება განსაკუთრებულად წარმატებული იყო ილიაუნისთვის.

ილიაუნიმ წელს 2875 აბიტურიენტი მიიღო - პირველ ნომრად კი, 7149 აბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზეა არჩევანის მიხედვით*. ყველაზე მაღალი კონკურსი სწორედ ილიაუნიში დაფიქსირდა.

ქვეყანაში არსებულ მსგავს პროგრამებს თუ შევადარებთ, ქვეყნის მასშტაბით, პირველი არჩევანის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, არქეოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიისა დაქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამები.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით, პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსი მხოლოდ ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე იყო.

ქვეყანაში არსებულ 705 საბაკალავრო პროგრამას შორის (კონკურსით პირველ ადგილზე არჩევის მიხედვით) მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა, მესამე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მეექვსე ადგილზეა ილიაუნის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა.

*კონკურსებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით და არა ჯამური არჩევანით კონკურსის მიხედვით, რადგან აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ძალიან ბევრი პროგრამა და ბოლო ადგილებზე ისეთპროგრამებსა თუ უნივერსიტეტებს ირჩევენ, რომლებზეც სწავლის გაგრძელებას არც კი ფიქრობენ.

ბანერები