ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის პირველკურსელების Welcome Party

ღონისძიებები

4 ოქტომბერს, ვაკის პარკში, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე, გაიმართება ილიაუნის პირველკურსელების მიღების ცერემონია - Welcome Party.

18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგა ზედანია მიულოცავს პირველკურსელებს ილიაუნიში ჩაბარებას და სწავლის დაწყებას. შემდეგ კი სპეციალურად მათთვის გაიმართება კონცერტი ჯგუფ D10-ის მონაწილეობით. კონცერტის დასრულების შემდეგ, 22:30 საათზე, მოეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი.

გელოდებით ყველას, რათა პირველკურსელებს განსაკუთრებულად მივულოცოთ სწავლის დაწყება.

ბანერები