


ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზის ხელოვნების პროგრამის სტუდენტების – მერცია ქუთათელაძისა და სალომე წულუკიძის კონცერტი
ღონისძიებები
30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზის ხელოვნების პროგრამის ჯაზ-ვოკალის მიმართულების მე-3 სემესტრის სტუდენტების –მერცია ქუთათელაძისა და სალომე წულუკიძის კონცერტი.
სალომემ და მერციამ ერთმანეთი ილიაუნიში ჯაზ-ვოკალის ლექციებზე გაიცნეს, საერთო მუსიკალური ინტერესები აღმოაჩინეს და დუეტის შექმნა გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ მერცია, გარდა ჯაზ-ვოკალისა, ასევე ეუფლება ჯაზ-ფორტეპიანოს, ბას-გიტარასა და გიტარას.
მათ ერთობლივი შრომით შექმნეს საკმაოდ ვრცელი პროგრამა და „სალომე & მერცია დუომ“ წარმატება მოიპოვა, რასაც ხელი შეუწყო სალომეს განსაკუთრებულმა ვოკალურმა მონაცემებმა და მერციას მულტისაშემსრულებლო ნიჭიერებამ.
დრო: 30 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი