ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის მიერ სოფელ ქრისტესში დაგეგმილი არქეოლოგიური გასვლების პრეზენტაცია

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ საველე არქეოლოგიურ გასვლებს (2 გასვლა) მაგისტრანტებთან ერთად ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქრისტესში. ეს პუნქტი მრავალ არქეოლოგიურ და ლანდშაფტურ მონაცემს აერთიანებს საიმისოდ, რომ განხორციელდეს ანტიკური ხანის მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი ქალაქის ლოკალიზაცია, იმ ქალაქისა, რომელიც რომაელ გეოგრაფოსს, კლავდიოს პტოლეომაიოსს კოორდინატებით აქვს განსაზღვრული სხვა ურბანულ წარმონაქმნებს შორის.

მომხსენებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პალეოურბანული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი გურამ ყიფიანი ისაუბრებს ამ პუნქტის მიმართ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კვლევების მიზანშეწონილობის გაცნობიერებაზე.

დრო: 29 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები