ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის მაგისტრანტების გამოსაშვები საღამო

ღონისძიებები

3 ივნისს, 18.00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრების გამოსაშვები საღამო.

საგანგებოდ შეკერილ, მანტიებში გამოწყობილ მაგისტრებს სწავლის დამთავრებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით აფრასიძე და ღონისძიების საპატიო სტუმარი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი. ტრადიციისამებრ, ერთი სტუდენტი მაგისტრანტების სახელით სიტყვით გამოვა, წელს ეს პატივი რუსუდან ჩხეიძეს ხვდა წილად.

საღამოს არაფორმალურ ნაწილში მაგისტრანტებისა და სტუმრების წინაშე წარსდგებიან რობი კუხიანიძე და ჯგუფი ”აუტსაიდერი”.

ბანერები