ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ხათუნა ცხადაძის ლექცია „კუნძული. გრაცია დელედა“

ღონისძიებები

22 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის ლექციაზე „კუნძული. გრაცია დელედა“.

„იდეალიზმით შთაგონებული ნაწერებისთვის, რომლებშიც მოქნილად და მკაფიოდ იხატება ავტორის მშობლიური კუნძულის ცხოვრება; ზოგადსაკაცობრიო საკითხების განსაკუთრებული სიღრმითა და სითბოთი წარმოჩენისთვის,“ – ამ სიტყვებით ნობელის კომიტეტმა 1926 წელს გრაცია დელედას მიანიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

გრაცია დელედა დღემდე ერთადერთი იტალიელი ქალი ავტორია, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო ხვდა წილად, თუმცა, ლიტერატურის დარგში ნობელის მფლობელ სხვა იტალიელებთან შედარებით, გრაცია დელედა მაინც ჩრდილში რჩება. კრიტიკოსები ხან ვერიზმის ჩარჩოებში ცდილობდნენ მისი ნაწერების ანალიზს, ხან – დეკადენტიზმის, თუმცა, საბოლოოდ, არც ერთ მიმდინარეობაში არ მიუჩენიათ მისთვის ადგილი. დროა, ჩვენც ვილაპარაკოთ გრაცია დელედაზე.

დრო: 22 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები