ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: უმბერტო ეკოს ესეების კრებულის პრეზენტაცია

ღონისძიებები

9 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”დიოგენე“ გიწვევთ უმბერტო ეკოს ესეების კრებულის პრეზენტაციაზე. კრებულისახელწოდებით - ”მტრის ხატის შექმნა“, იტალიურიდან თარგმნეს ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა. კლუბის სტუმრები წიგნის მთარგმნელები იქნებიან.

კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია ”შეკვეთით”, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.

წიგნი შედის სერიაში ”დიოგენეს ბიბლიოთეკა“ და პრეზენტაციაზე სპეციალურ ფასად, 10 ლარად გაიყიდება.

დრო: 9 ნოემბერ, 19:00 საათ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები