ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: თეონა დოლეჯაშვილის კრებულის "Personal Jesus" განხილვა

ღონისძიებები

15 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ თეონა დოლეჯაშვილის ახალი პროზაული კრებულის "Personal Jesus" განხილვაზე.

ადამიანი და სისტემა თეონა დოლენჯაშვილის წიგნის და შეხვედრის მთავარი თემაა. ინდივიდის პერსონალური სამყარო, პერსონალური ანგელოზები და დემონები და საერთო ტოტალიტარული, პოლიციური თუ საზოგადოებრივი სისტემა. ინდივიდი – ერთი სისტემური ღმერთის ნაწილი თუ მისი მსხვერპლი? ძველი, ახალი და მარად აქტუალური თემები, რომლებიც, მნიშვნელობა არ აქვს, სად ვითარდება – გასული საუკუნის ქართულ სოფელში, თანამედროვე პარიზსა თუ თბილისში, სასამართლო პროცესზე, სადაც დავის საგანი სინჯარაში განაყოფიერებული ემბრიონია.

წიგნზე მწერლები – თეონა დოლენჯაშვილი და ეკატერინე ტოგონიძე ისაუბრებენ.

დრო: 15 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები