ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა ვერენა შპალტთან ლექციათა ციკლის - „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ - ფარგლებში

ღონისძიებები

10 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ავსტრიელი სტუმრის, ვერენა შპალტის ლექციაზე: Aspekte eines 'weiblichen' Schreibens bei Elfriede Jelinek (ქალური წერისასპექტები ელფრიდე იელინეკის შემოქმედებაში).

ელფრიდე იელინეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი და სკანდალური ავსტრიელი ავტორია. რომანებით „საყვარლები (1975) და „პიანისტი ქალი (1983) მან ავსტრიაში დაიმკვიდრა სამშობლოს შეურაცხმყოფელის (გერმ. Nestbeschmutzerin) სახელი. თუმცა, დღეს მისი რომანები და დრამები ფასობს არა იმდენად თავიანთი სოციალურ-კრიტიკული შინაარსითა და პროვოკაციულ-სარკასტული სტილით, რამდენადაც თამამი ენობრივი ექსპერიმენტებითა და წერის ინოვაციური მანერით. ლექციაზე ყურადღება გამახვილდება სწორედ „ქალური წერის“ თავისებურებებზე ელფრიდე იელინეკის შემოქმედებაში.

ლექცია გაიმართება გერმანული ენის თვის ფარგლებში. ეს იქნება პირველი ლექცია ციკლიდან - „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ (Weiblichkeitskonzepte in der deutschsprachigen Literatur).

ლექციის ენა: გერმანული

დრო: 10 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები