ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს მასპინძლობს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ და ემსახურება ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, კერძოდ, ქართული ლიტერატურისა და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას, ლიტერატურის მეშვეობით კულტურათშორისო დიალოგის გაღრმავებასა და საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო სივრცეში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენას.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ისარგებლებს. ამ ისტორიული მოვლენის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს პროცესი? როგორ ირჩევა სათარგმნი ლიტერატურა? რამდენი თარგმნილი წიგნი გვექნება 2018 წელს? – ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი სტუმრები – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროექტის „Frankfurter Buchmesse 2018 სტუმარი ქვეყანა – საქართველო“ ლიტერატურული პროგრამის მენეჯერი მაია დანელია და ამავე პროექტის მთარგმნელობითი პროგრამის მენეჯერი ირინე ჭოღოშვილი.

დრო: 6 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები