ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - შეხვედრა მწერალ ნინო ხარატიშვილთან

ღონისძიებები

22 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გამომცემლობა „ინტელექტი“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მწერალ ნინო ხარატიშვილთან.

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი, წარადგენს საკუთარ რომანს „ჟუჟა“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა 2014 წელს. მწერალი, მთარგმნელ ნინო ბურდულთან ერთად, ისაუბრებს პიესების კრებულზე და რომანზე „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“, რომელიც ქართულ ენაზე უახლოეს მომავალში გამოიცემა.

ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.

 2008 წელს, ჰამბურგში მისი პიესა, სახელწოდებით ”Z”, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე. მას ასევე, მიღებული აქვს თეატრალური პრემიები: როლფ-მარეს პრიზი ”აგონიის” დადგმისათვის ჰამბურგის ლიხტჰოფის თეატრში და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის ლივშტაინი”. ნინო ხარატიშვილმა სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობის ”ფერლაგ დერ აუტორენ” ყურადღება. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.

2010 წელს ნინო ხარატიშვილს გადაეცა გერმანული წიგნის პრემია სადებიუტო რომანისთვის ”ჟუჟა”. ის გახდა ადალბერტ ფონ შამისოს პრემიის ლაურეატიც, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი გადასცემს ლიტერატორებს.

2011 წელს რომანისთვის ”ჩემი ნაზი ტყუპისცალი” ნინო ხარატიშვილმა დამოუკიდებელ გერმანელ გამომცემელთა პრემია მიიღო.

2014 წელს გერმანულ ენაზე გამოსულმა მესამე რომანმა - ”მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)” - ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მთელ გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ.

ნინო ხარატიშვილის წიგნები თარგმნილი და გამოცემულია ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ, პოლონურ, ბერძნულ, ჰოლანდიურ, თურქულ, ბულგარულ და ქართულ ენებზე.

დრო: 22 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები