ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მწერალ ნინო სადღობელაშვილთან

ღონისძიებები

5 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მწერალ ნინო სადღობელაშვილთან შეხვედრაზე.

ნინო ავტორია რამდენიმე პროზაული კრებულის – ბამბაზიის სამოთხე (2006), იასამნის სეზონი (2013) ­– და ლექსების კრებულებისა: შუაღამის იავნანა (2008) და ფრთები და ხელები (2011). წიგნები „ინტელექტმა“ გამოსცა. 2013 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ნინო სადღობელაშვილის სამი რომანი: თავშესაფარიორსული და წამი იქა, წამი აქა.

სულ ახლახანს მისი მოთხრობა „ბამბაზიის სამოთხე“ კორეულ ენაზე ითარგმნა და შევიდა კრებულში „მექრთამე გაბრიელის ბაღი“ ცხრა თანამედროვე მწერლის ნაწარმოებთან ერთად. კრებული ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კორეის ლიტერატურის თარგმნის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა. ნინო გახდა პირველი ქართველი ავტორი, რომელიც სეულის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს დაესწრო და შეხვედრაზე სტუმრებს იქაურ შთაბეჭდილებებსაც გაუზიარებს.

დრო: 5 ნოემბერი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები