ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მთარგმნელ მაია ბადრიძესთან

ღონისძიებები

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მთარგმნელ მაია ბადრიძესთან შეხვედრაზე, რომელიც ვ. გ. ზებალდის რომანის „ემიგრანტები“ შესახებ ისაუბრებს.

რომანი მაია ბადრიძემ თარგმნა და „დიოგენემ“ გამოსცა.

„შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? – ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ.ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვ. გ. ზებალდს აკადემიური წრის გარდა არავინ იცნობდა. მან ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. ზებალდი ორმოცს იყო გადაცილებული, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა. მწერლის მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა – 2001 წელს 57 წლის ასაკში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ზებალდის ყველა ტექსტში მნიშვნელოვანია გახსენებისა და მეხსიერების ფუნქციის ანალიზი, რომელსაც ის ტრავმული ადამიანების მაგალითზე იკვლევს. მის ტექსტებს თან სდევს მელანქოლიური ტონი. მწერალი მკაცრად აკრიტიკებდა მამების თაობას, ომის მოვლენებსა და ჰოლოკოსტზე მათ დუმილს ისევე, როგორც მოკავშირე ძალების მიერ საჰაერო ომის დროს გერმანული ქალაქების განადგურებას და ლიტერატურისა თუ საზოგადოების დუმილს.

დრო: 15 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები