ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა მთარგმნელ მაია ბადრიძესთან

ღონისძიებები

3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელ მაია ბადრიძესთან. სტუმარი ჰერმან ბროხის რომანზე - „მთვარეულები“ - ისაუბრებს.

მაია ბადრიძეს ასევე თარგმნილი აქვს: რობერტ მუზილის „უთვისებო კაცი“ (I, II ტომი); კარლ გუსტავ იუნგის „ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს“ და ”ფსიქოლოგია და ალქიმია“; გივი მარგველაშვილის „მუცალი“ და სხვ.

„მთვარეულები“ გამორჩეულად მნიშვნელოვანი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951), პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა არამხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პროცესი, არამედ წინასწარ განეჭვრიტა ის ახალი რეალობა, რომელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ამან, უდავო ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.

წიგნი გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა.

დრო: 3 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები