ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა მკვლევრებთან – დათო ჯიშკარიანსა და ირაკლი ხვადაგიანთან

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ შეხვედრაზე მკვლევრებთან – დათო ჯიშკარიანსა და ირაკლი ხვადაგიანთან. 

სტუმრები ისაუბრებენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სერიაზე „აკრძალული მეხსიერება“.

საგამომცემლო სერიის მიზანია, ისტორიის თეთრი ლაქები ამ პერიოდის თანამედროვე მოწმეთა მეხსიერებით, მონათხრობითა და განცდილით შეავსოს. 2018 წელს ამ სერიით, რომელიც მოგონებებსა და დღიურებს აერთიანებს, გამოიცა აღმოსავლეთ საქართველოში დაბადებული გლეხის, მიხეილ ნატროშვილის მოგონებები. იგი 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს, სადაც გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა და ამის გამო ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მრავალი წლით ციმბირში გადაასახლეს. ეს მონათხრობი ასობით მსგავსი ბედისწერის ადამიანის გამოცდილებას გვიზიარებს.

2018 წელს დაგეგმილია გამოიცეს პოლიტიკური ემიგრანტი ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებები, რომელიც ავტორმა 1950-60-იან წლებში გერმანიაში, ბერლინში, ცხოვრებისას დაწერა და მოიცავს ემიგრანტული ყოფის ძალიან საინტერესო ისტორიას, რომელიც 1921 წლის საქართველოს საბჭოთა ოკუპაციით იწყება.

პროგრამა უმეტესწილად კერძო შემოწირულობებზეა დამოკიდებული და „სოვლაბის“ მხრიდან მოხალისეობრივად ხორციელდება.


დრო: 12 ნოემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები