ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: სერგეი დოვლატოვის წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

23 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ სერგეი დოვლატოვის რომანების - „ჩემოდანი“ და „უცხოელი ქალი“ - პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი და რედაქტორი მარი კორინთელი წარადგენენ.

„უკვდავი ბიბლიოთეკის“ მეორე წიგნი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრირებული ლეგენდარული მწერლის, სერგეი დოვლატოვის, ორ რომანს - „ჩემოდანს“ და „უცხოელ ქალს“ აერთიანებს. ორივე რომანი ავტობიოგრაფიულია და შესანიშნავი იუმორითა და გონებამახვილობით მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის ინტელიგენციის ყოფას, ემიგრაციასა და შტატებში ცხოვრების თავისებურებებს. სახალისო და სევდიანი ისტორიები, იმედგაცრუების, სიყვარულის, სიძულვილის, ტერორისა და თავისუფლების გულწრფელად მოყოლილი ამბები, ცოცხალი, ნათელი პერსონაჟები რეალისტურად და შეულამაზებლად ასახავს 70-80-იანი წლების საბჭოთა ადამიანების ცხოვრებას. ყდის დიზაინის ავტორია ნატალია ავალიანი.

დრო: 23 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები