ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი ჰაინრიხ ბიოლის წიგნის შესახებ

ღონისძიებები

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანთან. სტუმარი ჰაინრიხ ბიოლის ”კატარინა ბლუმის შელახული ღირსების“ შესახებ ისაუბრებს. მიხეილ ჩარკვიანმა ამ რომანის მიხედვით სულ ცოტა ხნის წინ დადგა სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად თვალთვალის საშუალებები იცვლება, ტექნიკური შესაძლებლობები იხვეწება და მედიუმებიც სულ უფრო მრავლდება, არ იცვლება მიზანი - მუდმივად თვალი ადევნო, რა ხდება სხვის თავს.

დრო: 17 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები