ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაცია

ახალი ამბები

12 აპრილს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაციაზე.

წიგნს ავტორი, ნოდარ ლადარია, მწერალი ლაშა ბუღაძე და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წარადგენენ.

მოდერატორი: მწერალი ანა-კორძაია სამადაშვილი

„უსახელო და პირობით ქალაქში, რომელიც თავისი მცხოვრებლების წყალობით ძალიან ემსგავსება თბილისს, ერთმანეთს ხვდებიან ევდემონი და თეოფორა...“ – ასე იწყება სასაცილო და სევდიანი, ირონიული და გულწრფელი, ნატიფი ეროტიკითა და გამოუთქმელი შეზღუდვებით სავსე ისტორია, რომლის სიღრმეში დაკვირვებული მკითხველი აღმოაჩენს ჩვენი სინამდვილის მოურჩენელ წყლულებს, ან სულაც დაუფიქრებლად გაჰყვება რომანის დინებას.

დრო: 12 აპრილი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები