ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ნინო ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია - სამკაული, რელიგია, სახელმწიფო

ღონისძიებები

30 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ნინო ლორთქიფანიძის (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) საჯარო ლექციაზე: „სამკაული, რელიგია, სახელმწიფო“.

ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული ახ. წ. III-IV საუკუნეებამდე ერთიანი და თვითმყოფადი სისტემის სახით ჩამოყალიბებული ქართული სამკაულის ფენომენი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სამკაულს, მოსართავის გარდა, მრავალმხრივი ფუნქციური დატვირთვა აქვს.

ლექციაზე განხილული იქნება საქართველოში აღმოჩენილი სამკაულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც ეპოქის რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს ასახავს, ასევე - კოლხური და იბერიული ოქრომჭედლობის ნიმუშები, როგორც სახელმწიფოს ძლიერების გამოვლინება.

ნინო ლორთქიფანიძის წიგნი „ძველი ქართული სამკაული“ 2015 წელს გამოსცა „ქარჩხაძის გამომცემლობამ“ და მასში პირველადაა წარმოდგენილი ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა ქვის ხანიდან ქრიასტიანობის შემოსვლამდე.

დრო: 30 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები