ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - ნიკა ბრეგვაძე ჯონ სტაინბეკის რომანის შესახებ

ღონისძიებები

5 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილესთან, ნიკა ბრეგვაძესთან.

მომხსენებელი ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტაინბეკის, რომანის შესახებ ისაუბრებს.

რომანში - სახელწოდებით, „თაგვებსა და ადამიანებზე“ - მოთხრობილია ორი  სამუშაოს მაძიებლის შესახებ, რომლებიც დიდი დეპრესიის პერიოდში კალიფორნიაში, სხვადასხვა რანჩოში, ეძებენ დროებით სამუშაოს. ნაწარმოებში ძალიან შთამბეჭდავად არის აღწერილი ამ ორი ადამიანის - ჯორჯ მილტონისა და ლენი სმოლის - მეგობრობის და მათი საერთო ოცნების ამბავი. ისინი ოცნებობენ საკუთარ სახლზე და ბოსტანზე, სადაც შეძლებენ კურდღლების მოშენებას. ეს ოცნება კი, მათი აზრით, სავსებით რეალურია, სჭირდებათ მხოლოდ კონკრეტული თანხის მოგროვება და უკვე შეგულებული კარმიდამოს შეძენა.

რომანი ქართულად გვანცა ჯობავამ თარგმნა და  გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.

დრო: 5 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები