ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მწერალ რეინალდო არენასადმი მიძღვნილი საღამო

ღონისძიებები

26 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ რეინალდო არენასადმი მიძღვნილ საღამოზე. 

კუბელ მწერალზე მწერალი და მთარგმნელი თამარ სუბელიანი ისაუბრებს.

ზოგი ლიტერატურული საღამო სხვებისგან იმითაა გამორჩეული, რომ მიხვალთ იქ, მოეწყობით მყუდროდ, ერთი ქართველი თანამედროვე მწერალი, თამარ სუბელიანი, ოდნავ ათრთოლებული ხმით მოგითხრობთ ერთ კუბელ მწერალ რეინალდო არენაზე, რომლის წიგნები ქართულად ჯერ არავის უთარგმნია; მოისმენთ ფერად ქვეყანაში დაბადებული მწერლის ბიოგრაფიას; მოგიყვებიან, როგორ დაიბადა, გაიზარდა, ისმენდა ზღაპრებს, შეუერთდა რევოლუციას, განუდგა რევოლუციას, წერდა წიგნებს, უწვავდნენ წიგნებს, ებრძოდა ფიდელ კასტროს, ებრძოდა ფიდელ კასტრო, გადასახლდა ამერიკაში და მოკვდა ფიდელ კასტროს სიკვდილის მოლოდინში; მოისმენთ ამონარიდებსაც მისი შემოქმედებიდან (ზოგი მოკლე იქნება, ზოგი - ვრცელი); მერე კი გამოხვალთ შენობიდან, ოდნავ დასევდიანებული, ოდნავ სიხარულატანილი და დაიწყებთ ამ ავტორის წიგნების ძებნას, თუმცა, თბილისის ვერც ერთ წიგნის მაღაზიაში ვერ მიაგნებთ.

დრო: 26 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები