ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

17 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ლევან ცაგარელის ლექციაზე "Subversive Macht der Frau in Friedrich Dürrenmatts Der Besuch der alten Dame" (ქალის სუბვერსიული პოტენციალი ფრიდრიჰ დიურენმატის პიესაში მოხუცი ქალის სტუმრობა).

მეოცე საუკუნის შვეიცარიულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ორმა მწერალმა — მაქს ფრიშმა და ფრიდრიჰ დიურენმატმა. პირველისგან განსხვავებით ქართულ აკადემიურ სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა ფრიდრიჰ დიურენმატის შემოქმედებას. დაგეგმილი ლექცია სწორედ ამ გარემოების გამოსწორებას ემსახურება. იგი დაეთმობა ფრიდრიჰ დიურენმატის ყველაზე ცნობილ პიესას ,,მოხუცი ქალის სტუმრობა“. ლექციაზე შემოთავაზებული იქნება პიესის ახლებური წაკითხვა.

ლექცია გაიმართება გერმანული ენის თვის ფარგლებში. ეს იქნება მეორე ლექცია ციკლიდან „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ (Weiblichkeitskonzepte in der deutschsprachigen Literatur).

ლექციის ენა: გერმანული

დრო: 17 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები