ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია პოლ ოსტერის „მისნის ღამის“ შესახებ

ღონისძიებები

3 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში  ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება. 

ლექციის თემა: პოლ ოსტერის „მისნის ღამე“

ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს პოსტმოდერნისტული რომანზე ავტობიოგრაფიული ელემენტებით, თავშესაფარში უიომედოდ ჩაკეტილი და მიტოვებული პერსონაჟით, ერთმანეთში ჩაწყობილი წიგნებით და ნამდვილი მისნობის მაგიით.

პოლ ოსტერის „მისნის ღამე“ ინგლისურ ენაზე 2003 წელს გამოიცა, წიგნი ქართულად 2012 წელს ქეთი ქანთრიამ თარგმნა და გამომცემლობა „დიოგენეს“ სერიის „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ ფარგლებში გამოიცა.

დრო: 3 მაისი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები