ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია „ილია – მამა“

ღონისძიებები

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნას ილიაუნის ლიტერატურული კლუბიც უერთდება და 1-ლ ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებათ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე „ილია – მამა“.

ლექციაზე განხილული იქნება ილია, როგორც ახალი საქართველოს გამომგონებელი, ქართული იდეის მკვდრეთით აღმდგენი და მისი მარადიული თანამდევი სული.

დრო: 1-ლი ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები