ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: კოკა ბრეგაძის საჯარო ლექცია „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი“

ღონისძიებები

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კოკა ბრეგაძის საჯარო ლექციაზე.

ლექციაზე ბარათაშვილის ლირიკული ტექსტების ჰერმენევტიკული ანალიზის, ანუ საკუთრივ ტექსტის დაფარული საზრისის განმარტება-გაგებაზე ორიენტირებული ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოკვეთილი იქნება მისი პოეზიის საკუთრივ რომანტიკული სპეციფიკა (მსოფლმხედველობა, სახისმეტყველება).

ლექციის დასასრულს განხილული იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკის რამდენიმე ნიმუშის გერმანული თარგმანი (მთარგმნელი: რაინერ კირში). 

პოეტური კრებული „ფიქრნი მტკვრის პირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სულ ახლახანს გამოსცა გერმანიაში გამომცემლობა „Arco“-მ.

დრო: 8 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები