ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ია ბერსენაძე ქართული ანთროპოლოგიური სურათ-ხატების შესახებ ზაზა ბურჭულაძის რომანებში

ღონისძიებები

16 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელთან და ჟურნალისტთან, ია ბერსენაძესთან.

სტუმარი ისაუბრებს ზაზა ბურჭულაძის რომანებისა და მის ტექსტებში ანთროპოლოგიური სურათ-ხატების შესახებ.

ზაზა ბურჭულაძის გმირები მუდმივად საკუთარი თავის შეცნობით არიან დაკავებული, ასეთი თვითრეფლექსიის უკან კი თანამედროვე ქართველისათვის დამახასიათებელი უამრავი ურთიერთგამომრიცხავი კულტურული ხატი იმალება. რა მითები და ცრურწმენები გვმართავს? საიდან მოვიდა ისინი და რა გამოსავალი არსებობს? ილიაუნის ლიტერატურული კლუბის სტუმარი ამ საკითხებს განიხილავს.

დრო: 16 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილაიუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები