ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: „ენდი უორჰოლის ფილოსოფიის“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

21 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ენდი უორჰოლის წიგნის „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ პრეზენტაციაზე.

წიგნზე მთარგმნელი თამარ სუბელიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი ისაუბრებენ.
დღეისათვის პოპკულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, უორჰოლს ეკუთვნის რამდენიმე წიგნიც, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა“. წიგნი ავტორის შთაბეჭდილებებისა და მოგონებების ერთგვარი კოლექციაა. სიყვარული, სილამაზე, 60-იან წლებში მოპოვებული დიდება, სამუშაო პროცესი, სიკვდილი, სექსი, ფული - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაში“ გადაეყრება მკითხველი.

დრო: 21 თებერვალი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები