ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: დისკუსია „ქართული რომანი გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში“

ღონისძიებები

5 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ დისკუსიაზე „ქართული რომანი გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში“.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ რომანზე, როგორც გლობალური ლიტერატურული პროცესის ნაწილზე. ქართულენოვანი რომანისტების წინაშე მდგომ გამოწვევებსა და შანსზე, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი გვაძლევს. არის თუ არა თანამედროვე ქართული რომანი სოციალური, მასში ისახება თუ არა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და რა აინტერესებს სინამდვილეში უცხოენოვან მკითხველსა და გამომცემელს.

დისკუსიის მონაწილეები არიან: ლაშა ბუღაძე (მწერალი, დრამატურგი), მედეა მეტრეველი (ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი), თამარ ცოფურაშვილი (ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), მიხეილ ციხელაშვილი („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ საავტორო უფლებების მენეჯერი), დავით გორგილაძე (კომუნიკაციების სპეციალისტი, დისკუსიის მოდერატორი).

დრო: 5 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები