ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: დისკუსია ერიკ ლის წიგნის„ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ შესახებ

ღონისძიებები

26 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „პოეზია“ გიწვევთ ერიკ ლის წიგნისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე.

ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (Eric Lee, The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution), საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, საქართველოს განიხილავს, როგორც პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ.

წიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი მოგვითხრობს რეფორმებზე, რომელთა გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამი წლის განმავლობაში, და განიხილავს პროფესიული კავშირებისა და კოოპერატივების მდგომარეობას.

ერთი თავი მთლიანად ეძღვნება მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში 1920 წელს. ავტორისთვის ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ის მიიჩნევს და წიგნში ადასტურებს, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპული ფენომენი და მაგალითიც კი იყო იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის.

წიგნი ქეთი ქანთარიამ თარგმნა.

დისკუსიის მონაწილეები არიან: ავტორი ერიკ ლი, საფრანგეთის უმაღლეს საზოგადოებრივ კვლევათა სკოლის დოქტორი, ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი გიორგი მამულია, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა.

დრო: 26 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები